აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს - როგორ გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები შტატების ელჩის გადადგომას? - Palitra News

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს - როგორ გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები შტატების ელჩის გადადგომას?

2025-06-05 21:02:16+04:00

აშშ-ის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი თანამდებობას ტოვებს. ამერიკელმა დიპლომატმა პენსიაზე გასვლის შესახებ საზოგადოებას სპეციალური განცხადებით აუწყა. რობინ დანიგანი განმარტავს, რომ თანამდებობის დატოვება მისი პირადი გადაწყვეტილებაა და არა შტატების მთავრობის მოთხოვნა. ქართული ოპოზიციის წევრები რობინ დანიგანს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდიან - მათი განცხადებით, დასანანია ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა დიპლომატს თავს ხშირად, უსაფუძვლოდ ესხმოდა. აღსანიშნავია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რობინ დანიგანი დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ დიპლომატმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობა ვერ გააუმჯობესა და ამით საქართველოსა და აშშ-ის ეროვნული ინტერესები დააზიანა. კიდევ როგორ გამოეხმაურნენ შტატების ელჩის გადადგომას?