აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7318 ლარი გახდა - Palitra News

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7318 ლარი გახდა

2025-06-05 17:07:22+04:00

ევროატლანტიკურ სივრცეში რუსეთი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს, - ამის შესახებ ნატო-ში აშშ-ის ელჩმა, მეთიუ უიტეკერმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ევროპელები გამუდმებით გვეუბნებიან, რომ რუსეთი ყველაზე დიდი საფრთხეა. ჩვენც ვეთანხმებით, რომ ევროატლანტიკურ სივრცეში ეს სწორედ ასეა. ამიტომ, ინვესტიციები უნდა განვახორციელოთ“, - განაცხადა მეთიუ უიტეკერმა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ევროპელმა მოკავშირეებმა თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 5%-მდე გაზარდონ, რადგან რუსეთი უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ აღდგენას 5 წელიწადში შეძლებს.

„თავდაცვის ხარჯების გაზრდისთვის დროს ჩვენ არ ვადგენთ. ის საფრთხეებით განისაზღვრება. რუსეთს აღდგენა 5 წელიწადში ან კიდევ უფრო მალე შეუძლია“, - აღნიშნა ნატო-ში აშშ-ის ელჩმა.