შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - სინამდვილეში, იდეალურ მონებად ჩამოყალიბდნენ - „მონა, მონა“-ს ძახილი შემთხვევითი არ არის, ეს სინამდვილეში ფროიდისეული წამოცდენაა, ხვდებიან, რომ თავად არიან იდეალური მონები - Palitra News

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე - სინამდვილეში, იდეალურ მონებად ჩამოყალიბდნენ - „მონა, მონა“-ს ძახილი შემთხვევითი არ არის, ეს სინამდვილეში ფროიდისეული წამოცდენაა, ხვდებიან, რომ თავად არიან იდეალური მონები

2025-06-05 15:12:40+04:00

"ქართული ოცნება" თვითმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. კახა კალაძემ დღეს დაადასტურა, რომ მერობის კანდიდატად დარჩენას აპირებს. ამ დროს რა გეგმა აქვთ ოპოზიციაში? ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრებმა ჯერ კიდევ გუშინ მოუწოდეს ქართველ ოპოზიცონერებს თვითმართველობის არჩევნები გამოიყენონ, როგორც შესაძლებლობა ქართველი ხალხის ერთიანობის ასახვისთვის. მიუხედავად ამისა "ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია ცვლილებისთვის პოზიციას არ იცვლიან და ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. ევროპელი ლიდერების მოწოდების შესაბამისად, გახარიას გუნდი და კოალიცია ძლიერი საქართველო მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები წარმოადგენს დამატებით ბერკეტს ქართული ოცნების დასამარცხებლად.