ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა, მთავარ ბაზარზე - რუსეთში კი კლებამ თითქმის 60% შეადგინა - Palitra News

ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა, მთავარ ბაზარზე - რუსეთში კი კლებამ თითქმის 60% შეადგინა

2025-06-05 14:48:27+04:00

ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით შემცირდა, მთავარ ბაზარზე - რუსეთში კი კლებამ თითქმის 60% შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-აპრილში ექსპორტზე 71 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების 23 895 ტონა ქართული ღვინო გავიდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ღვინის ექსპორტმა 126 მლნ დოლარს გადააჭარბა და 45 ათას ტონაზე მეტი გავიდა. რაც შეეხება კონკრეტულად რუსეთს, რომელიც ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარია, წელს ოთხ თვეში 40 მლნ დოლარის ღირებულების 14 404 ტონა ღვინო გავიტანეთ, 2024 წლის საანგარიშო პერიოდში კი თითქმის 100 მლნ დოლარის 37 045 ტონა. აღნიშნული მონაცემებიდან, გამოდის, რომ რუსეთის წილი ქართული ღვინის მთლიან ექსპორტში გასული წლის 79%-იანი წილიდან, წელს 56.5%-მდე შემცირდა. რუსეთის გარდა, ქართული ღვინისთვის, ძირითადი ბაზარებია ასევე პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი, ყაზახეთი და ბელარუსი.