პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცი - Palitra News

პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცი

2025-06-05 12:38:18+04:00

პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცია. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების აზრით, ევროპელი დეპუტატების მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი, ქართველი ხალხის მიმართ ურყევ და მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საერთაშორისო ტრიბუნიდან გახმოვანებული ქართული ოცნების მაკრიტიკებელი განცხადებები დასავლური სანქციების ამოქმედების წინაპირობა გახდება. ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაგმობილია ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები და გამოთქმულია შეშფოთება ხელისუფლების მხრიდან დასავლური კურსის გადახედვის გამო.