დღეს ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრები შეიკრიბებიან, რაც ნატოს სამიტამდე ბოლო მინისტერიალურ შეკრებას წარმოადგენს. - მხარეები თავდაცვის ხარჯების გაზრდისა და ახალი მიზნების დასახვის შესაძლებლობებს განიხილავენ. სასაუბრო თემებს შორის რუსეთ-უკრაინის ომის დროულად დასრულების პერსპექტივა და უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერებაც იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ბრიუსელში აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას არ დაესწრება, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდებას კვლავ აგრძელებს, რაც 61 მილიარდი დოლარის ოდენობის პაკეტს მოიცავს. ჰააგაში ნატოს სამიტი 24-25 ივნისს ჩატარდება.