ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთზე თავდასხმას ეხმაურება - უკრაინის ლიდერი აცხადებს, რომ უკრაინელების უახლესი ოპერაციის შედეგად აგრესორის რეალური დანაკარგები გაცხადდა. პრეზიდენტი განმარტავს, რომ საკუთარ ქვეყანას ომი არასდროს სურდა, თუმცა მას დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხის დაცვის სრული უფლება აქვს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოპერაცია “ობობის ქსელის“ წარმატებით ჩატარებისთვის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მადლობა გადაუხადა და ოფიცრები დააჯილდოვა.