პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცია - Palitra News

პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცია

2025-06-05 09:24:40+04:00

1. პოლიტიკური შეფასებების თემაა ევროპარლამენტის მიერ მიღებული მორიგი რეზოლუცია. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ ევროპელი დეპუტატების მიერ მხარდაჭერილი დოკუმენტი, ქართველი ხალხის მიმართ ურყევი მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულებაა. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, საერთაშორისო ტრიბუნიდან გახმოვანებული ქართული ოცნების მაკრიტიკებელი განცხადებები დასავლური სანქციების ამოქმედების წინაპირობა გახდება. ევროპარლამენტის რეზოლუციაში დაგმობილია ქართული ოცნების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯები და გამოთქმულია შეშფოთება ქვეყნის ხელისუფლების მხრიდან დასავლური კურსის გადახედვის გამო.