ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისწყალთან შუახნის მამაკაცი, საკუთარ ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი მდინარესთან, საკუთარ ავტომობილში ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ იმ მხულებით მიმდინარეობს, რომლებიც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.