კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა - Palitra News

კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

2025-06-04 12:33:26+04:00

აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის, კიტ კელოგის განცხადებით, სჯერა, რომ „რუსეთის წინააღმდეგ 2025 წლის სანქციების აქტი უკვე მომზადებულია. მისი თქმით, სანქციებით გათვალისწინებული შეზღუდვები, პირველყოვლისა, რუსული ნავთობის ექსპორტს ეხება. შშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ გუშინ განაცხადა, რომ აშშ-ის სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტზე მუშაობა, შესაძლოა, მიმდინარე თვეში დაიწყოს.