უკრაინისა და რუსეთის ფედერაციის დელეგაციები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდის დროს კიდევ ერთ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები სტამბოლში მოლაპარაკებების მეორე რაუნდისთვის მომზადებულები ჩავიდნენ და შეხვედრა პოზიტიურ ატმოსფეროში წარიმართა. ფიდანის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს გადასცა შეტყობინება, რომ მზადაა, მათ შორის შეხვედრას უმასპინძლოს.