რუსულმა ძალებმა გუშინ ხარკოვზე კომბინირებული შეტევა განახორციელეს, რამაც ქალაქში მასშტაბური ხანძარი გამოიწვია. უკრაინული მედიის ცნობით, რუსებმა თავდასხმისთვის „შაჰიდის“ ტიპის 9 დრონი და ორი რაკეტა გამოიყენეს. ხარკოვის მერის თქმით, რუსებმა ხარკოვზე, კერძოდ, ნოვობავარის რაიონზე, ათი დარტყმა განახორციელეს.