საქართველოში მაუწყებლობის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებას აზიარებს სენატორი ჯინ შაჰინი. აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერის აზრით, კანონი დამოუკიდებელი ქართული ხმების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული, რაც მისი თქმით, დემოკრატიაზე თავდასხმაა. შაჰინი მოუწოდებს სენატს, მეგობარი აქტი დროულად მიიღონ.