თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა - Palitra News

თბილისის მშრალი პორტი ოფიციალურად გაიხსნა

2025-06-03 21:00:33+04:00

„თბილისი დრაი პორტი“, პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი თბილისში ოფიციალურად ამოქმედდა. ობიექტმა მიიღო როგორც საბაჟო ზონის ავტორიზაცია, ასევე რკინიგზის ინფრასტრუქტურის ოპერირებისა და უსაფრთხოების პირველი სერტიფიკატი საქართველოს რკინიგზის სააგენტოსგან.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, პორტი სტრატეგიულად მდებარეობს, როგორც განუყოფელი ნაწილი საქართველოს ძირითადი საზღვაო პორტებისთვის ფოთისა და ბათუმისთვის, მომავალში ანაკლიისთვის და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადებში.

პორტის სტრატეგიული ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს: პირდაპირ წვდომას საერთაშორისო ავტომაგისტრალებთან ქალაქის ცენტრის ავლით, ასევე პირდაპირ კავშირს ეროვნულ სარკინიგზო ქსელთან; უპირატესობაა სიახლოვე სახმელეთო საზღვართან – მხოლოდ 70 კმ სომხეთთან და აზერბაიჯანთან და სულ 7 კმ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან.