2025 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.4 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.5 პროცენტი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მონაცემებში.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ისეთ სასაქონლო ჯგუფებზე, როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, სადაც ფასები 1,6%-ით გაიზარდა. ფასი გაიზარდა თვის ჭრილში ასევე სასტუმროების. კაფეებისა და რესტორნების მომსახურებაზეც -1,4%-ით, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე უმნიშვნელოდ 0,8%-ით და პირიქით, ფასი შემცირებულია თვის ჭრილში ტრანსპორტის ჯგუფში, დაახლოებით 1%-ით. რაც შეეხება წლიურ ინფლაციას, მის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა ასევე სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფმა იქონია, სადაც ფასები 8,3%-ით არის გაზრდილი. გასულ წელთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის ასევე გაზრდილი ფასები ჯანდაცვის მიმართულებით, წლიურად 9%-ით. ტრანსპორტის ჯგუფში წლიურად ასევე შემცირებაა სახეზე, დაახლოებით 4,5%-ით.