ბანკების მოგებამ 1 მლრდ ლარს გადააჭარბა, თუმცა 6 ბანკი კვლავ ზარალზე გავიდა. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით კომერციული ბანკები და მიკრობანკები მილიარდიან წმინდა მოგებაზე გავიდნენ, რაც მარტის მონაცემებთან შედარებით დაახლოებით 255 მლნ ლარით მეტია. კონსოლიდირებული ანგარიშგების მიხედვით კი, საფინანსო სექტორმა იანვარ-მარტში 748 მლნ ლარზე მეტი წმინდა მოგება მიიღო. ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის 4 თვეში წმინდა მოგებიდან 91%-ზე მეტი ორ კომერციულ ბანკზე მოდის. წელს ოთხ თვეში ყველაზე მეტი მოგება საქართველოს ბანკმა დაწერა - 520 მლნ ლარზე მეტი, „თიბისი ბანკის“ მოგების მაჩვენებელი 400 მილიონ ლარს მიუახლოვდა, მოგებაზე გავიდნენ ასევე, „ლიიბერთი ბანკი“, „ბაზისბანკი“, „კრედო ბანკი“, „ქართუ ბანკი“ და კიდევ ცხრა საფინანსო ინსტიტუტი. ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 17 კომერციული ბანკი და 2 მიკრობანკი ოპერირებდა. აქედან მოგებაზე 13 გავიდა, 6-მა კი მიმდინარე წლის ოთხი თვე ზარალით დაასრულა.