თურქეთში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა - Palitra News

თურქეთში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა

2025-06-03 12:31:31+04:00

თურქეთში 5.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაიღუპა, 70-მდე კი დაშავდა, - ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, ბიძგები რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, თუმცა ნგრევა არ დაფიქსირებულა. გარდაცვლილი 14 წლის გოგონაა, რომელსაც მიწისძვრის დროს პანიკური შეტევა განუვითარდა, ექიმებმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.