იოსებ ჭელიძემ შს მინისტრის მოადგილის თანამდებობა დატოვა. აღნიშნულ ინფორმაციას სამინისტროში ადასტურებენ, თუმცა სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. იოსებ ჭელიძე შს მინისტრის მოადგილის თანამდებობას 2019 წლის შემდეგ იკავებდა. შეგახსენებთ, რომ შს მინისტრად გელა გელაძე მიმდინარე წლის 28 მაისს დაინიშნა, მან პოსტზე ვახტანგ გომელაური ჩაანაცვლა, რომელიც უწყებას ასევე 2019 წლიდან ხემძღვანელობდა.