პროკურატურამ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტებზე ხუთ პირს ბრალდება წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომელსაც მოგვიანებით უკანონოდ ყიდდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინი“, ჰეროინი“, „კოკაინი“ და „ალფაპევეპე“.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.