ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში თბილისში გამარჯვების მოპოვება შესაძლებელია, თუმცა ოპოზიციის მეორე ნაწილი თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავს და პასუხად აცხადებს, რომ მიზანი ივანიშვილისთვის არა თბილისის არამედ მთლიანად საქართველოს წართმევაა. ამასობაშ ქართული ოცნება პოზიციას არ იცვლის და 64-ვე მუნიციპალიტეტში გამარჯვების მოსაპოვებლად ემზადება.