ნიკა მელიას, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში, მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე ბრალდებას წარუდგენენ - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის უფლებადამცველმა ისაუბრა. ნიკა მელიას წინააღმდეგ საქმე უკვე აღძრულია პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე. ამავე მიზეზით, პატიმრობაში იმყოფებიან ირაკლი ოქრუაშილი და ზურაბ გირჩი ჯაფარიძე. მათ რიცხვს შესაძლოა ნიკა გვარამიაც შეუერთდეს. სამართლიანი განაჩენი თუ ოპონენტების პოლიტიკური დევნა? - საკითხზე ორი ურთიერთსაპირისპირო შეფასება ჟღერდება.