ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ადმინისტრაციულ პატიმრობაში მყოფი სტუდენტების, ლიკა ლორთქიფანიძისა და ლუკა ნაცვლიშვილის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.ადგილზე იმყოფებიან როგორც ილიაუნის სტუდენტები და ლექტორები, ისე სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც. მოქალაქეები ადგილზე 12 საათიდან იკრიბებიან. ისინი ერთდღიან გაფიცვასა და აქციას აწყობენ.