აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში მამაკაცმა მოქალაქეებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა, შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა - Palitra News

აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში მამაკაცმა მოქალაქეებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა, შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა

2025-06-02 12:38:11+04:00

აშშ-ის კოლორადოს შტატის ქალაქ ბოულდერში მამაკაცმა მოქალაქეებს ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლა, შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. პოლიცია აცხადებს, რომ თავდასხმა მაშინ მოხდა, როცა ისრაელელი მძევლების მხარდასაჭერად მშვიდობიანი აქცია მიმდინარეობდა. ეჭვმიტანილი დაკავებულია. გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცი „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლისას ფრაზა „თავისუფალ პალესტინას“ სკანდირებდა. გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა მომხდარი „მიზანმიმართულ ტერორისტულ თავდასხმად“ შეაფასა, კოლორადოს გენერალურმა პროკურორმა კი განაცხადა, რომ მომხდარი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულია.