თვითმართველობის არჩევნების საკითხზე - ოპოზიციის შიგნით შეთანხმება არც ამ ეტაპზე არსებობს. ნაციონალური მოძრაობა და კოალიცია ცვლილებისთვის მუნიციპალურ ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობას გამორიცხავენ და კოლეგებს სხვა ოპოზიციური პარტიებიდან მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას სთხოვენ. "გახარიას" გუნდში ამბობენ რომ ემზადებიან ყველანაირი არჩევნებისთვის, კოალიცია ძლიერი საქართველოს წევრებს კი მკაფიო პოზიცია ჯერ-ჯერობით არ დაუფიქსირებიათ.