ირაკლი კუპრაძე - ნიკა მელიას საქმე დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისუფლებაზე მყოფი პოლიტიკური ლიდერების ეშინია - ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გავურთულოთ ივანიშვილს ცხოვრება! - Palitra News

ირაკლი კუპრაძე - ნიკა მელიას საქმე დასტურია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილს თავისუფლებაზე მყოფი პოლიტიკური ლიდერების ეშინია - ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტად გავურთულოთ ივანიშვილს ცხოვრება!

2025-06-02 12:31:03+04:00

ირაკლი ოქრუაშვილის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ნიკა მელიას შემდეგ, მეოთხე ოპოზიციონერი ლიდერი, რომელსაც შესაძლოა პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე ბორკილები დაადონ ნიკა გვარამიაა. ეყოლება თუ არა კოალიციას ცვლილებისთვის ერთდროულად სამი დაპატიმრებული ლიდერი - ამას სასამართლო პროცესები აჩვენებს. დღეს 15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გვარამიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართება. კოლეგები ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პარლამენტსა და მასში მოქმედ საგამოძიებო კომისიას არალეგიტიმურს უწოებენ.