რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის დელეგაციას თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებებისას თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი უხელმძღვანელებს. მოლაპარაკებამდე ერთი დღით ადრე უკრაინამ რუსეთის ოთხ აეროდრომზე თავდასხმები განახორციელა. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ოპერაციაში სულ 117 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს, ოპერაციის „ოფისი“ კი რუსეთის ტერიტორიაზე, ერთ-ერთ ოლქში, „ეფ ეს ბე“-ს სამსახურის გვერდით მდებარეობდა. ზელენსკის თქმითვე, ოპერაცია, რომელმაც რუსეთის აეროდრომებზე სტრატეგიული ავიაციის 40-ზე მეტი თვითმფრინავი გაანადგურა, წელიწად ნახრვრის განმავლობაში მზადდებოდა.