მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს - Palitra News

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს

2025-06-02 09:30:06+04:00

მტკვრის დაცვის დღესთან დაკავშირებით, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა მდინარე მტკვარზე წყლის სინჯები აიღეს. ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრები ადგილზე განისაზღვრა, ხოლო ორგანული და არაორგანული დამაბინძურებლების და მძიმე ლითონების შესახებ შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. გარემოს ეროვნული სააგენტო მდინარე მტკვრის აუზის ხარისხის რეგულარულ მონიტორინგს, ყოველწლიურად 67 წერტილში ახორციელებს. მტკვრის დაცვის დღე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში, კოალიცია „მტკვარ-არაქსის" ინიციატივით, 1999 წელს დაარსდა.