თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველები დღეს გენერალურ პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართავენ - Palitra News

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველები დღეს გენერალურ პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართავენ

2025-06-02 09:27:13+04:00

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის უფლებადამცველები დღეს გენერალურ პროკურატურას სპეციალური განცხადებით მიმართავენ. მათი თქმით, ბაჩიაშვილის მხრიდან საჯაროდ გაკეთებული განცხადება, რომ ის ძალის გამოყენებით, თვალებახვეული, გადმოაფრინეს თვითმფრინავის მეშვეობით თბილისში და რომ სინამდვილეში წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებულ ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ, არ იმყოფებოდა, ახალი გამოძიების დაწყების საფუძველი უნდა გახდეს. უფლებადამცველები ბაჩიაშვილის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს ბიძინა ივანიშვილის დავალებით დაწყებულ პოლიტიკურ დევნად აფასებენ.