შესაძლებელია თუ არა ქართული ოცნების პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გადატვირთვა - ოპოზიცია ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის აღდგენას მოქმედი ხელისუფლების პირობებში გამორიცხავენ. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებენ მმართველ გუნდში. უმრავლესობის ლიდერები მზაობას გამოთქვამენ აშშ-თან ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყონ. ისინი კონტაქტების აღდგენის მთავარ ფაქტორად ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან დიფ სთეითის დამარცხებას ასახელებენ.