რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია, - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთი უკრაინელ ხალხს თავს, დრონების გარდა, 2 საზენიტო და 3 საჰაერო მართვადი რაკეტით დაესხა - Palitra News

რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია, - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთი უკრაინელ ხალხს თავს, დრონების გარდა, 2 საზენიტო და 3 საჰაერო მართვადი რაკეტით დაესხა

2025-05-31 20:34:23+04:00

რუსეთმა უკრაინას 109 დრონითა და 5 რაკეტით შეუტია, - უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსეთი უკრაინელ ხალხს თავს, დრონების გარდა, 2 საზენიტო და 3 საჰაერო მართვადი რაკეტით დაესხა. ქვეყნის საჰაერო თავდაცვის დანაყოფებმა აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში 39 რუსული დრონი ჩამოაგდეს, ხოლო 30 დრონი ლოკაციურად დაიკარგა. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსული ძალების საჰაერო იერიშების სამიზნე ხარკოვის, სუმისა და დონეცკის ოლქები იყო.