31 მაისს და პირველ ივნისს ვაკის პარკში ბიბლუსის ჯგუფი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას სთავაზობს - Palitra News

31 მაისს და პირველ ივნისს ვაკის პარკში ბიბლუსის ჯგუფი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას სთავაზობს

2025-05-31 20:32:57+04:00

31 მაისს და პირველ ივნისს ვაკის პარკში ბიბლუსის ჯგუფი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს მრავალფეროვან გასართობ პროგრამას სთავაზობს. ადგილზე მისულ სტუმრებს ანიმაციური გმირების შოუ, თოჯინების თეატრი და ბუშტების მასტერკლასი დახვდებათ. კითხვის საათის ფარგლებში ბავშვებმა მწერალ - ლელა ცუცქირიძეს მოუსმინეს.