ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და ახლა უკვე ნიკა მელია - ეს იმ ადამიანების ჩამონათვალია, რომლებიც პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისა და გირაოს გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს. ამავე საქმეზე ახლოვნება ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესი, რომელიც თანაგუნდელის მსგავსად გირაოს გადახდას არ აპირებს. ოპოზიცია პოლიტიკურ ანგარიშსწორებასა და შურისძიებაზე საუბრობს. ხელისუფლება კი კვლავ შეახსენებს ოპონენტებს, რომ დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია.