პალიტრანიუსის გადამღები ჯგუფი წლის ყველაზე დიდი საფეხბურთო მოვლენის, ჩემპიონთა ლიგის ეპიცენტრში იმყოფება და ჩვენი მაყურებელი ადგილიდან შეძლებს უახლესი ინფორმაციის მიღებას. მატჩის წინა პრესკონფერენციაზე პალიტრანიუსის ჟურნალისტის ცოტნე შაორშაძის დასმულ კითხვებს ინტერის კაპიტანმა ლაუტარო მარტინესმა და პარის სენ ჟერმენის ფეხბურთელმა უსმან დემბელემ უპასუხეს. ლაუტარო მარტინესის თქმით, ხვიჩა კვარაცხელია სახიფათო მეტოქეა, რომელსაც შეუძლია ინტერს პრობლემები შეუქმნას, ხოლო დემბელემ აღნიშნა, რომ ხვიჩა დიდი ტალანტია, და ის გუნდთან მარტივად ადაპტირდა.