ნიკა მელია მესამე ოპოზიცონერი პოლიტიკოსია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მსგავსად, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაშია - Palitra News

ნიკა მელია მესამე ოპოზიცონერი პოლიტიკოსია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მსგავსად, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაშია

2025-05-31 17:40:41+04:00

ნიკა მელია მესამე ოპოზიცონერი პოლიტიკოსია, რომელიც ირაკლი ოქრუაშვილისა და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მსგავსად, პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობაშია. სამივე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი თქვა. ოპოზიციის შეფასებით, მელიას გირაოს გადახდის ვადის ამოწურვამდე დაკავება პოლიტიკური დევნის მორიგი მაგალითია. ხელისუფლების წევრები კი ირწმუნებიან, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება კანონის დაცვით მოხდა.