როგორ ეხმარება დასავლეთი რუსეთს უკრაინასთან ომის დაფინანსებაში? – ამ სათაურით სტატიას “ბიბისი“ აქვეყნებს. სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსეთი მილიარდობით დოლარს დასავლეთში წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან იღებს, რაც მას უკრაინაში ომის დაფინანსებაში ეხმარება. სტატიაში ვკითხულობთ, რომ ნავთობისა და გაზის გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი რუსეთის საომარი მანქანის შენარჩუნების გასაღებია. ნავთობი და გაზი რუსეთის სახელმწიფო შემოსავლების თითქმის მესამედს, ხოლო ექსპორტის 60%-ზე მეტს შეადგენს. 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეჭრის შემდეგ, უკრაინის მოკავშირეებმა რუსეთის ნახშირწყალბადებზე სანქციები დააწესეს. აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსული ნავთობი და გაზი აკრძალეს, ხოლო ევროკავშირმა მხოლოდ რუსული საზღვაო ნედლეულის იმპორტი შეაჩერა. ამის მიუხედავად, ენერგეტიკისა და სუფთა ჰაერის კვლევის ცენტრის მონაცემებით, 29 მაისისთვის რუსეთმა სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან დღემდე, წიაღისეული საწვავის ექსპორტიდან 883 მილიარდ ევროზე მეტის შემოსავალი მიიღო.