საფრანგეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციების განახლება და გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

საფრანგეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციების განახლება და გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრში

2025-05-30 15:29:29+04:00

საფრანგეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით რეკომენდაციები განახლდა. საქართველოში გამგზავრებამდე საკუთარ მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლაზე უარის თქმის რისკებთან დაკავშირებული ფაქტორების შეფასებისკენ მოუწოდებს პოლონეთიც. ორივე სახელმწიფო ამ ფაქტორებად საპროტესტო აქციებში მონაწილეობას, ან მათ სიახლოვეს ყოფნას ასახელებს. საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციებს საქართველოში საფრანგეთის და პოლონეთის საელჩოები ავრცელებენ. ოპოზიცია ეკონომიკურ და ტურისტულ სფეროში კრიზისზე საუბრობს, საკითხზე კომენტარს აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.