აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ოვალურ ოფისში ილონ მასკთან ერთად ბოლო პრესკონფერენციას გამართავს. მასკის 130-დღიანი მანდატი ტრამპის ადმინისტრაციაში 30 მაისს ამოიწურა. ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, მასკი მუშაობას განაგრძობს პრეზიდენტის არაოფიციალური მრჩევლის პოზიციაზე. ტრამპის ადმინისტრაციაში სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის მიზანი ხარჯების შემცირება იყო.