ადვოკატი - სასამართლოსგან მოვითხოვეთ, უზრუნველყოს ნიკა მელიას ეტაპირება დღევანდელ პროცესზე, სადაც მას შესაძლებლობა მიეცემა ისაუბროს იმ კრიმინალური აქტის თაობაზე, რომელსაც გუშინ მასთან მიმართებით ჰქონდა ადგილი - Palitra News

ადვოკატი - სასამართლოსგან მოვითხოვეთ, უზრუნველყოს ნიკა მელიას ეტაპირება დღევანდელ პროცესზე, სადაც მას შესაძლებლობა მიეცემა ისაუბროს იმ კრიმინალური აქტის თაობაზე, რომელსაც გუშინ მასთან მიმართებით ჰქონდა ადგილი

2025-05-30 12:13:48+04:00

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნიკა მელია დღეს ჩანიშნული სასამართლო სხდომის გამართვამდე გუშინ ღამე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მელიას ადმინისტრაციულ სამართალდაღვევას - სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას ედავებიან. მელიას ადვოკატი მიიჩნევს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოგონილი ბრალდებით დააკავეს, რათა მიეყავნათ დღევანდელ სასამართლო პროცესზე, სადაც მელია გამოცხადებას არ აპირებდა და რომელიც მის პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობას ეხება. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა შეფარდებული გირაოს გადახდაზე უარი თქვა, აღკვეთი ღონისძიების პატიმრობით შეცვლაზე სასამართლომ სწორედ დღეს უნდა იმსჯელოს.