თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გორგი ბაჩაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს მისი ადვოკატები მოინახულებენ. ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები, სავარაუდოდ, მასთან უფლებამდაცველების შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი. მსჯავრდებულმა გუშინ, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის 24 მაისს, ივანშვილის დაკვეთით გაიტაცეს, 2 დღე თვალებახვეული ატარეს და კანონის დარღვევით, აირზენას თვითმფრინავით საქართველოში ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილის ადვოკატები აღნიშნული ფაქტის გამოძიების მოთხოვნით შესაბამის უწყებებს მიმართავენ.