როიტერის ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მასშტაბური ტარიფები დროებით აღადგინა - Palitra News

როიტერის ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მასშტაბური ტარიფები დროებით აღადგინა

2025-05-30 09:24:44+04:00

როიტერის ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული მასშტაბური ტარიფები დროებით აღადგინა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის საერთაშორისო ვაჭრობის სასამართლომ ტარიფები დაბლოკა. სასამართლოს გადაწყვეტილება აჩერებს დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ჩინეთზე დაწესებულ 30%-იან ტარიფებს, მექსიკიდან და კანადიდან იმპორტირებულ ზოგიერთ საქონელზე დაწესებულ 25%-იან ტარიფებსა და აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე დაწესებულ 10%-იან უნივერსალურ ტარიფებს, თუმცა ძალაში რჩება ავტომობილებზე, ფოლადსა და ალუმინზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები. გამოცემის ცნობითვე, სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას მთავრობის სააპელაციო საჩივრის განხილვის მიზნით აჩერებს და მოსარჩელეებს პასუხის 5 ივნისამდე, ადმინისტრაციას კი 9 ივნისამდე წარდგენა დაავალა.