ქეროლაინ ლივიტის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში მომავალ კვირას განახლდება - Palitra News

ქეროლაინ ლივიტის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში მომავალ კვირას განახლდება

2025-05-30 09:24:21+04:00

თეთრი სახლის პრესმდივნის, ქეროლაინ ლივიტის განცხადებით, აშშ-ის ადმინისტრაცია იმედოვნებს, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები სტამბოლში მომავალ კვირას განახლდება. მისი ინფორმაციით, აშშ თურქეთში აღნიშნულ მოლაპარაკებებზე საკუთარ დელეგაციას არ გაგზავნის. ლივიტის განმარტებით,, ტრამპი ამ კონფლიქტის დაწყებიდანვე აცხადებდა, რომ მისი მოგვარება მოლაპარაკების მაგიდასთან სურდა და არა ბრძოლის ველზე.