შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტრო ნიკა მელიას სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება

2025-05-30 09:19:08+04:00

უკვე 12 საათზე მეტია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია პატიმრობაში იმყოფება - კოალიცია ცვლილებისთვის თავმჯდომარე სამართალდამცავებმა გუშინ საღამოს ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პოლიციელის სიტყვიერ შეურაცხყოფას ედავება. გვიან ღამითვე ნიკა მელია დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორში მისმა ადვოკატებმა მოინახულეს. უფლებადამცველების განცხადებით, ნათლად ჩანს სამართალდამცავი უწყების მხრიდან ძალის გადამეტება და მელიას უსაფუძვლო ბრალდებით დაკავება. მთავარ სამმართველოსთან მივიდა ნიკა მელიას მამაც. ანზორ მელია ფიქრობს რომ მისი შვილის დაკავება ქვეყანაში პოლიტიკური მართმსაჯულების დამყარების მკაფიო დასტურია.