პარტიაში აცხადებენ, რომ ნიკა მელია, სავარაუდოდ, დააკავეს - Palitra News

პარტიაში აცხადებენ, რომ ნიკა მელია, სავარაუდოდ, დააკავეს

2025-05-29 20:08:39+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია სავარაუდოდ, დააკავეს. ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობებით, მისი დაკავება სავარაუდოდ, ლისის ტბის ასახვევთან მაშინ მოხდა, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.

პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დროისთვის არ აქვთ და დეტალებს არკვევენ.