ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკურ მხარეებს განსხვავებული ხედვა და პოზიციები აქვთ. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილისთვის მუნიციპალურ არჩევნებში გამარჯვებისთვის ბრძოლა ქართველი ხალხის ღალატის ტოლფასია, მეორე ნაწილი კი, საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების არგუმენტით, ნებისმიერ არჩევნებში მონაწილეობას განიხილავს. თავის მხრივ, 64-ვე მუნიციპალიტეტში დამაჯერებელ გამარჯვებას პროგნოზირებს მმართველი გუნდი. ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის რესურსი არ აქვთ. კონკრეტულად, ვინ გეგმავს ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას და ვისთვისაა ეს კატეგორიულად მიუღებელი?!