თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა დაკავების დეტალებზე პირველად ისაუბრა - რას ამბობს ბაჩიაშვილი და როგორ დასრულდა დღევანდელი სასამართლო პროცესი?! - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა დაკავების დეტალებზე პირველად ისაუბრა - რას ამბობს ბაჩიაშვილი და როგორ დასრულდა დღევანდელი სასამართლო პროცესი?!

2025-05-29 20:45:48+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ პროცესზე გიორგი ბაჩიაშვილმა დაკავების დეტალებზე პირველად ისაუბრა. თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის მონაყოლის თანახმად, ის 24 მაისს გაიტაცეს და საქართველოში ძალის გამოყენებით ,,აირზენას’’ თვითმფრინავით ჩამოიყვანეს. ბაჩიაშვილი და მისი ადვოკატები განმარტავენ, რომ დაკავების შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბაჩიაშვილის განცხადების საპასუხოდ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისში’’ განმარტეს, რომ საერთაშორისო აეროპორტიდან მოქალაქის ავიაკომპანიის ბორტზე მოხვედრა ან გამგზავრება არაკანონიერი გზით შეუძლებელია. ბაჩიაშვილი საქმეზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. რას ამბობს ბაჩიაშვილი და როგორ დასრულდა დღევანდელი სასამართლო პროცესი?!