კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს. კერძოდ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი" და „გამომშრალი მარიხუანა“. დაკავებულია 7 პირი. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით მიმდინარეობს.