კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების და ფერმის ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკული საშუალებები „ბუპრე ნორფინი“, და „გამომშრალი მარიხუანა“ ნივთმტკიცებად ამოიღეს. ხოლო ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის მოწყობილი სათბურიდან ამოღებულია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეები. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.