“ჩვენი დასავლეთი ცოცხალია ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის უნგრეთი - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ მინისტრმა უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე დამსწრე პირებს. სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ კვლავ დიფ სთეითის გაველენებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის შემდეგ აშშ-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები გაუმჯობესდება. კობახიძემ ტრიბუნა კვლავ ევროპულ ბიუროკრატიაზე, საქართველოს ომში ჩართვის საფრთხესა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების მნიშვნელობის თემაზე სასაუბროდ გამოიყენა.