„საქართველოს მოსახლეობა ბერდება, შობადობა კი სტაბილურად მცირდება, ასეთია „თიბისი კაპიტალის“ კვლევის შედეგი, რომელიც ჯანდაცვის სექტორს ეხება - Palitra News

„საქართველოს მოსახლეობა ბერდება, შობადობა კი სტაბილურად მცირდება, ასეთია „თიბისი კაპიტალის“ კვლევის შედეგი, რომელიც ჯანდაცვის სექტორს ეხება

2025-05-29 13:43:44+04:00

„საქართველოს მოსახლეობა ბერდება, შობადობა კი სტაბილურად მცირდება, ასეთია „თიბისი კაპიტალის“ კვლევის შედეგი, რომელიც ჯანდაცვის სექტორს ეხება. მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ ფიქსირდება 65+ ასაკის ადამიანების მატება, ხოლო შობადობამ სტაბილურად იკლო. „საქართველოს მოსახლეობა ბერდება, 65 წლის და უფროსი ასაკის პირთა რაოდენობა 2013 წელს 14.1%-დან 2024 წელს 16.2%-მდე იზრდება, რაც ქრონიკული და გრძელვადიანი მოვლის მოთხოვნის ზრდას იწვევს“ - წერია კვლევაში. რაც შეეხება შობადობის საკითხს, მიმოხილვის თანახმად, 2014 წლიდან შობადობის საერთო რაოდენობის 36%-იანი კლება ფიქსირდება, რაც კვლევის ავტორების შეფასებით პედიატრიულ და მშობიარობის მომსახურებაზე მოთხოვნას შეამცირებს, ხოლო მოსახლეობის დაბერებას დააჩქარებს.

კვლევის თანახმად, დისბალანსია ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პერსონალშიც. ექთან-ექიმების დაბალი თანაფარდობა ევროკავშირის სტანდარტებსა და რეგიონული ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე მკვეთრად დაბალია, რაც პოტენციურად ართულებს მომსახურების ხარისხსა და საავადმყოფოების ფუნქციონირებას.