საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა იაპონური სოციალური გავლენის მქონე ერთ-ერთი ჰოლდინგის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს ტაეჯუნ შინს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ფინანსურ სექტორზე და ეკონომიკურ გარემოზე. ტაეჯუნ შინი საქართველოში ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილ მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციაზე მონაწილეობის მიზნით იმყოფება.